განათლება
სახელმძღვანელოების გრიფირების წესში ცვლილება შევიდა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფირების წესში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვით განათლების სამინისტროს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მართვის სისტემისა და საავტორო უფლების მფლობელთა უფლება-მოვალეობები ჩამოყალიბდა.

ბრძანების მიხედვით, განათლების სამინისტროს უფლება-მოვალეობები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ა) სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შემდეგ საავტორო უფლების მფლობელთან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, დებს სალიცენზიო ხელშეკრულებას და ახორციელებს მისი შესრულების მონიტორინგს;
ბ) შეარჩევს გარანტორს, აწარმოებს მასთან მოლაპარაკებებსა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას, ასევე ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგს;
გ) გაიღებს გარანტორის მომსახურების ხარჯებს;
დ)განსაზღვრავს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს რეპროდუცირების, გავრცელების/მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემისა და ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენების მომსახურების შესყიდვისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, მათ შორის, სახელმძღვანელოს ბეჭდვის პარამეტრებს (გამოსაყენებელი საღებავები, კინძვისა და ბეჭდვის ტიპი და სხვა);
ე) გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს/სერიას იყენებს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა, მათ შორის, ავტორის პირადი არაქონებრივი და ქონებრივი უფლებების დაცვით;
ვ) უფლებამოსილია, მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის რვეულის მასის შემცირების მიზნებისათვის, საავტორო უფლების მფლობელს მოსთხოვოს მათი დაყოფა არაუმეტეს 4 ნაწილად;
ზ) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქმნის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრს, დაგეგმილი გრიფირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და კოორდინაციას უწევს სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს პოტენციური ავტორებისთვის;
თ) უფლებამოსილია განახორციელოს წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის დელეგირება;
ი) წინამდებარე წესით მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესრულების მიზნით, გააჩნდეს წვდომა გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემასთან;
კ) უფლებამოსილია, ამ წესით გათვალისწინებული დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნებისათვის, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.


საავტორო უფლების მფლობელის მოვალეობებს, კი შემდეგნაირად განისაზღვრა:
ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების/სერიების ნაბეჭდი გამოცემების ხელმისაწვდომობას კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის, მათი არჩევანის გათვალისწინებით. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია მართვის სისტემისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობების შესახებ კლასებისა და სკოლების მიხედვით;
ბ) ახორციელებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის მარკეტინგს, ხოლო სამინისტრო ხელს უწყობს საჯარო სკოლებში ამ სახელმძღვანელოზე/სერიაზე ინფორმაციის გავრცელებას (პრესითა და ელექტრონული საშუალებებით) და მასწავლებლებთან შესაბამის ავტორ-გამომცემლების შეხვედრების ორგანიზებას.
5. სკოლა ვალდებულია სასწავლო პროცესში ძირითად საგანმანათლებლო რესურსად, გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში გამოიყენოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელო/სერია (სერიის არსებობის შემთხვევაში).
6. პროგრამის ბენეფიციარი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით დაიშვება სამინისტროს თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სკოლის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე. სამინისტრო გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლაზე თანხმობის გაცემის შესახებ ინფორმაციას უგზავნის სკოლასა და მართვის სისტემას. მართვის სისტემა უზრუნველყოფს აღნიშნული თანხმობის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველებზე სკოლის ხელმისაწვდომობას. ამ ვადის განმავლობაში, სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლის შესახებ. მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში პროგრამის ბენეფიციარი სკოლის მიერ შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიისა და მათი ცვლილების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსათვის ხელმისაწვდომობას. ყველა დანარჩენი სკოლისათვის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის შეცვლა ალტერნატიული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით შესაძლებელია მართვის სისტემის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
7. ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.“


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო
სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების
შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19.01.2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების
დაგროვების სისტემა უქმდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19.01.2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები
კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა
განაცხადა.
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18.01.2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო
სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა
სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა
გაითვალისწინონ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18.01.2019
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში
განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.
13:57 / 11.01.2019
სხვა ამბები
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.
14:39 / 19-01-2019
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.
14:03 / 19-01-2019
პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება შემოდგომიდან გაიზრდება. დეტალები კი აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
16:30 / 18-01-2019
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სკოლებმა სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ კონკრეტული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.
12:53 / 18-01-2019
ფრანგულ სამედიცინო ცენტრ კახეთი-იონს როგორც წარმატებული პროექტის შემსრულებელს სტუმრად ეწვივნენ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) და საქართველოში მდებარე საფრანგეთის საელჩოს წამომადგენელები.
17:52 / 11-01-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი
«« იანვარი 2019 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.