განათლება
როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები
საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბრიდან დაიწყება და წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა.


მისივე ინფორმაციით, მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 28 დეკემბერს, პარასკევ დღეს დასრულდება. რაც შეეხება მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, შესაძლებელია პედაგოგებს სკოლაში გამოცხადება არდადეგების პერიოდშიც მოუწიოთ იმის გათვალისწინებით, აქვთ თუ არა რაიმე საქმე დასასრულებელი.

სასწავლო პროცესი 15 იანვარს განახლდება. მინისტრის მოადგილის თქმით, სასკოლო არდადეგები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების თანახმად არის განსაზღვრული.

| Print |
FaceBook Twitter Google