განათლება
მიმდინარე წელს კარდენახის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
საკრებულოს მორიგ სხდომაზე გურჯაანის 2019 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს.


მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, ბიუჯეტში მოხდა მორჩენილი თანხის გადანაწილება, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
„რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კარდენახში გზის რეაბილიტაციისთვის 627 800 ლარია განსაზღვრული, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ასევე სოფელ კარდენახში საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის 363 118 ლარი გამოყო. ოქტომბერში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვერ დავიწყებდით, ამიტომ მისი ასახვა მოხდა ბიუჯეტში. “

მისივე თქმით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სკოლის რებილიტაცია მიმდინარე წელსვე დასრულდება.

| Print |
FaceBook Twitter Google