განათლება
პედაგოგთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება.


უწყების ინფორმაციით, ცვლილება მოხდება ეტაპობრივად, რათა არ მოხდეს პროცესის რღვევა და ვინც არის ჩართული სქემაში და დაწყებული აქვს ეს პროცესი არ შეექმნას პრობლემა. ამასთან, უქმდება თვითშეფასების კითხვარიც და ნებაყოფლობითი ხდება.
მასწავლებლის კვალიფიკაციის შესამოწმებლად და დასადასტურებლად, ასევე სტატუსის მისაღებად ისევ იქნება საკვალიფიკაციო გამოცდა.

| Print |
FaceBook Twitter Google