განათლება
გადაიდება თუ არა სკოლებში წითელას ეპიდემიის გამო სასწავლო პროცესი
განათლების მინისტრის განცხადებით, წითელას ეპიდაფეთქების გამო სასწავლო პროცესი არ გადაიდება. თუმცა მისივე თქმით, რაიმე გართულების შემთხვევაში, არაა გამორიცხული გადაწყვეტილება შეიცვალოს.

„ძალიან აქტიურ კავშირში ვართ შესაბამის ორგანიზაციებთან. დღესაც გავეცით რეკომენდაციები სკოლებში შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად. ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ ჩვენ ყოველ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულები სკოლებთან და შესაბამის უწყებებთან, თუ რაღაც ჩარევა იქნება საჭირო, ან რაღაც საფრთხე გაჩნდა, მზად ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. ჩვენთვის განათლება და სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა. ყოველდღიურ რეჟიმში ვიქნებით კონტაქტზე, სკოლებში ვივლით და თუ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი გახდა საჭირო, საზოგადოებას გავაგებინებთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი გრიპის ვირუსის გამო ერთი კვირით უკვე გადადებული იყო.


| Print |
FaceBook Twitter Google