განათლება
წითელაზე აუცრელ აღსაზრდელებს ბაღში აღარ დაუშვებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი აღსაზრდელების გამოვლენის მიზნით, 31 იანვრის ჩათვლით, გეგმიური აცრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაევალა.


გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, მსგავსი ღონისძიების გატარება წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით ხდება.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან. უნდა გამოვავლინოთ საბავშვო ბაგა-ბაღებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირები და მივაწოდოთ ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდებიდან ორი თვის ვადაში, აღსაზრდელებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა აცრის შესახებ. თუ რომელიმეს არ აქვს ჩატარებული აცრა, ორი თვის ვადაში უნდა ჩაიტარონ.თუ ამ ხნის განმავლობაში კიდევ ვერ წარმოადგენენ შესაბამის საბუთს, მათ სტატუსი შეუჩერდებათ.“

ლელა თევდორაშვილის თქმით, შესაბამისი ბრძანება ყველა მენეჯერს გადაეგზავნება და პასუხს ორი-სამი დღის ვადაში მიიღებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / ბაღი / წითელა /