განათლება
მეთერთმეტე კლასში გამოსაშვები გამოცდები აღარ იქნება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ გამოცდების ახალი მოდელი წარადგინა.

მისი თქმით, ამ წლიდან მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე–11 კლასელთათვის, ხოლო მე–12-ში მხოლოდ წელს შენარჩუნდება, რათა ციკლი დასრულდეს.
„იმ პირებს ვინც წინა წლებში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა მე–11 კლასის გამოცდაზე. მათთვის უზრუნველყოფილი იქნება გამოცდების ჩაბარება”, – აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების დროს, ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესია გათვალისწინებული.



| Print |
FaceBook Twitter Google