განათლება
განათლების სამინისტრო ატესტატის აღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
განათლების სამინისტრო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის აღების ახალი პრინციპის შესახებ განცხადებას ავრცელებს.


• იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.

• მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

• კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.

• ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

• სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით.

• 2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება - შეიცვლება ის წესი, რომლის მიხედვითაც ორი ან მეტი არჩევითი საგნის ჩაბარებისას ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების
სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის
შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14.11.2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო
სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08.11.2019
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო
ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
11:12 / 04.11.2019
საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების
დადასტურებისთვის პირველი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიულ უნარებში
ჩატარდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ,
რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება.
საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისთვის პირველი ტესტირება 2 ნოემბერს პროფესიულ უნარებში ჩატარდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რეგისტრაცია, უმეტესწილად, 10:00 საათზე დაიწყება.
11:28 / 01.11.2019
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კონკურსის ფარგლებში, განაცხადების
მიღება დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის
ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო დირექტორს გამოავლენენ.
საჯარო სკოლის დირექტორებისთვის კონკურსის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო დირექტორს გამოავლენენ.
11:54 / 30.10.2019
სხვა ამბები
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან ღირსეულად გაცილების პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
14:36 / 14-11-2019
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში გურჯაანისა და საგარეჯოს საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
17:50 / 08-11-2019
თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა იორმუღანლოში გამართულ WJF6 ტურნირზე 3 პირველი და 2 მეორე ადგილი დაიკავეს.
15:02 / 06-11-2019
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით თბილისში უმცროს კადეტთა შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.
10:10 / 05-11-2019
ბათუმში გამართულ ცურვის საერთაშორისო ტურნირზე გურჯაანელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ნინო მამუკაშვილმა მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
15:51 / 04-11-2019
საქართველოს 12 ქალაქში მასწავლებლის ეროვნულმა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება. სკოლა ახალი ტიპის მასწავლებლებს უფასოდ მოამზადებს.
11:12 / 04-11-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2779
USD
USD
1
2.9723
GBP
GBP
1
3.8265
TRY
TRY
1
0.5169
RUB
RUB
100
4.6531
ამინდი
გურჯაანი -1 / 8 °C
img
საგარეჯო -2 / 8 °C
img
დ.წყარო -4 / 7 °C
img
სიღნაღი -3 / 8 °C
img
ლაგოდეხი -2 / 11 °C
img
ყვარელი -1 / 8 °C
img
თელავი -1 / 9 °C
img
ახმეტა -2 / 10 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.