განათლება
ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა
2019 წლის სკოლის ექსტერნატის გამოცდების ჩატარებისა და რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა.

ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/სემესტრის, ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადების დადგენის შესახებ განათლების მინისტრმა ბრძანება გამოსცა.

აპლიკანტები რეგისტრაციას 2019 წლის 18 თებერვლიდან – 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაივლიან. გამოცდები დარეგისტრირებულთათვის 2019 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით ჩატარდება.


აპლიკანტები რეგისტრაციას ყოფილი ან მოქმედი სკოლის შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გაივლიან.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოცდები /