განათლება
ვეჯინის ბაღში სააღმზრდელო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი სავარაუდოდ მომავალი კვირიდან განახლდება.

სკოლამდელი სააღმზრდელო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სამზარეულოში აღმოჩენილი პრობლემა აღმოიფხვრა და შესრულებული სამუშაო ჯერ სურსათის ეროვნულმა სამსახურმა უნდა შეამოწმოს.


შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის ვეჯინის საბავშვო ბაღი შეამოწმა და ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში დარღვევები აღმოაჩინა.
აღნიშნული მიზეზით ბაღი დროებით დაიხურა, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანება კი 1000 ლარით დაჯარიმდა.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვეჯინის ბაღი /