განათლება
ექსტერნის გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება
ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაცია 18 თებერვალს დაიწყება და 28- თებერვალს დასრულდება.

გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რეგისტრაციის მსურველებმა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უნდა მიმართონ.
„ გამოცდაზე გსვლის უფლება იმ პირებს აქვთ, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ჩამოშორებულები არიან სასწავლო პროცესს და არ აქვთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე მათ, რომლებიც სწავლობენ სკოლაში და გამოთქვამენ სურვილს პროგრამის ექსტერნით ფორმით დაძლევასთნ დაკავშირებით. რეგისტრაციის მსურველებმა უნდა მიაკითხონ რესურსცენტრს შესაბამისი დოკუმენტაციით.“

მისივე თქმით, გამოცდები საჯარო სკოლებში 15-დან 25 მარტის ჩათვლით ჩატარდება.



| Print |
FaceBook Twitter Google