განათლება
საჯარო სკოლებში ჩინური ენის სწავლება დაიწყება
საქართველოს განათლების მინისტრმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანი, საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობაა.


მემორანდუმს საფუძვლად უდევს შეთანხმება, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონტაქტების დამყარებას და გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობას ითვალისწინებს.


უწყების ინფორმაციით, მემორანდუმი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ.


| Print |
FaceBook Twitter Google