განათლება
მოსწავლის ცოდნა გამოცდებით შესაძლოა მე-6 და მე-10 კლასში შეფასდეს
სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ, აქცენტი მე-6 და მე-10 კლასელების ეროვნულ შეფასებაზე გაკეთდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ განაცხადა.


„გამოცდების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შეფასების საფეხურები არ იქნება. ჩვენ ვამბობთ, რომ ადრეულ ასაკში უნდა გავიგოთ ვის რა უჭირს. დაწყებითი საფეხური სრულდება მე-6 კლასში და არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტრანზიციისთვის, მოსწავლე გადადის საბაზო საფეხურზე, სადაც უკვე ძალიან კომპლექსური სწავლება შემოდის. აი აქ უნდა ჩატარდეს ეროვნული შეფასება, მე-6 კლასში და ასევე მე-10 კლასში, რომელიც არის ასევე გარდამტეხი ეტაპი საბაზოდან საშუალო საფეხურზე გადასასვლელად. მოსწავლემ მე-10 კლასშივე უნდა იცოდეს თავისი აკადემიური შესაძლებლობები და უნდა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება კოლეჯში უნდა წასვლა თუ უნივერსიტეტში, რომელი მიმართულება უფრო აინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ მე-10 კლასის შეფასება დაინერგება და პილოტირებას გაივლის წელსვე, რომელსაც ამ ეტაპზე ნამდვილად არ ექნება ჩაჭრა – არჩაჭრის ელემენტი. ეს იქნება ჩვეულებრივი შეფასება, რომელიც სადიაგნოსტიკო იქნება“, – განაცხადა მან.

მისივე განმარტებით, 2020 წელს დამამთავრებელი კლასებისთვის ახალი სასწავლო პროგრამა შედგება, რომელიც აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მოამზადებს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოცდა / სკოლა /