განათლება
„დედაენის“ სკოლაში დაბრუნების მიზნით საგანგებო კომისია იქმნება
იაკობ გოგებაშვილის დედაენის სკოლაში დაბრუნების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანგებო კომისიას ქმნის. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრებს ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშს ეკუთვნის.


განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განმარტებით, სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობს და მიზანშეწონილი იქნება თუ კანონპროექტის მოსმენა გადაიდება.
„მინდა სიამოვნებით დაგიდასტუროთ განათლების სამინისტროს მზაობა, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „დედა ენის“ რედაქციის შეჯერებას შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით და შესაბამისად ჩვენ კანონის შემდგომი განხილვის პერიოდშივე, პარალელურ რეჟიმში დავაკვირდებით კომისიის მუშაობას. გრძელდება დამატებითი კონსულტაციები აღნიშნულთან დაკავშირებით და მე გთხოვთ კოლეგებს, რომ კომიტეტის შემდგომი სხდომისთვის გადავიტანოთ აღნიშნული საკითხის განხილვა მეორე მოსმენით, რადგან ზუსტდება დეტალები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით“,


განათლების სამინისტრომ, ექსპერტთა საბჭოს მეშვეობით, „დედაენა“ – ქართული საანბანე სახელმძღვანელოს იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით უნდა მოამზადოს და დაბეჭდოს.
ინიციატორების განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზანია, „დედაენა“, რომელსაც მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, დაცული იყოს ყოველგვარი ცვლილებებისგან.

| Print |
FaceBook Twitter Google