განათლება
სავალდებულო სამსახურის გავლა სტუდენტებისთვის ნებაყოფლობითი იქნება
სტუდენტებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ნებაყოფლობითი იქნება. ყველა მსურველს შეეძლება დაცვის პოლიციაში სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს და ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ობიექტზე, 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობით სწავლის პარალელურად, ჯარი მოხდილად ჩაეთვლებათ.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკება უკვე დასრულდა და სტუდენტებს უნივერსიტეტებში ხელი არ შეეშლებათ. მისივე განმარტებით,  სტუდენტები ხელზე 200 ლარს ხელზე აიღებენ. განათლების სამინისტრო კი მათ სწავლის პროცესში  და გამოცდების ჩაბარებაში ხელს შეუწყობს. 

| Print |
FaceBook Twitter Google