განათლება
აფხაზური ენის შემსწავლელთათვის სახელმძღვანელო გამოიცა
აფხაზური ენის შესწავლის მსურველებისთვის სახელმძღვანელო გამოიცა.


სახელმძღვანელო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ, აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.წიგნში მოცემული გაკვეთილების და თემების განხილვა დაეხმარება მკითხველს, შეისწავლოს წერა-კითხვა აფხაზურ ენაზე, გაეცნოს ხშირად გამოყენებად სიტყვებსა და ფრაზებს, შეიძინოს დიალოგის წარმართვისთვის აუცილებელი ლექსიკური მარაგი.

გამომცემლების განმარტებით, წიგნი ხელს შეუწყობს აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებასა და მის განვითარებაზე ზრუნვას.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აფხაზეთი /