განათლება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყება
საგაზაფხულო მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყება და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.


აპლიკანტები პირადობის მოწმობით რეგისტრაციას საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლ ებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში გაივლიან. მათ ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე. რეგისტრირებულ აპლიკანტს, რამდენიმე დღეში, გადაეცემა საგამოცდო ბარათი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და თარიღის შესახებ.


პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელება შეუძლიათ: მინიმუმ 9 კლასის განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. მათ შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ყველა რეგიონში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, ინჟინერიის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ხელოვნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ისინი რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით.


ტესტირების შედეგების შემდეგ, აპლიკანტებს საშუალება ექნებათ გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ, შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.


| Print |
FaceBook Twitter Google