განათლება
პროფესიული ტესტირებისთვის საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო
საგაზაფხულო პროფესიული ტესტირების საგამოცდო ბარათების გაცემა დაიწყო. აპლიკანტებს, ბარათების მიღება სარეგისტრაციო ცენტრებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში შეუძლიათ.


ასევე ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია ვებ გვერდიდან www.vet.emis.ge. საგამოცდო ბარათში, მითითებულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, ასევე ტესტირების ჩატარების თარიღი და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო.  პრეტესტი 4 მაისს, გამოცდა კი 5 მაისს 9 საათიდან დაიწყება.

პროფესიულ ტესტირებაზე დასაშვებად აუცილებელია კონკურსანტმა თან იქონიოს დაბადების ან პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან პასპორტის და საგამოცდო ბარათის წარდგენა.

| Print |
FaceBook Twitter Google