განათლება
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა
პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა გუშინ დასრულდა.


გურჯაანის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. ძირითადად კი პენსიონერი და მასწავლებლობის მსურველი პირები დარეგისტრირდნენ.
„გამორჩეულად მაღალი იყო აქტივობა იმ პედაგოგიური განათლების მქონდე ადამიანთა მხრიდან, რომელთაც სურთ პროფესიაში შესვლა. ანუ აქტიურად დარეგისტრირდა ახალგაზრდა კადრი. მაღალი აქტივობა იყო პრაქტიკოსი პედაგოგების მხრიდანაც. მისასალმებელია, როცა პედაგოგს სურს გიზარდოს თავის პოფესიაში. ეს არის შესაძლებლობა დაადასტურონ თავიანთი კომპეტენცია, რაც აისახება არა მარტო მათ ავტორიტეტზე, არამედ აისახება ფინანსურ მდგომარეობაზეც. “


პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის რეგისტრაცია უფასო იყო, ხოლო მასწავლებლობის მსურველი პირებისთვის 50 ლარი.

| Print |
FaceBook Twitter Google