განათლება
პირველ კლასში რეგისტრირებულთა საბუთების მიღება იწყება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია 12 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 13 ივნისიდან მშობელმა შესაბამისი საბუთები არჩეულ სკოლაში უნდა წარადგინოს.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დადგენილ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ სასურველ სკოლაში მშობლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;




| Print |
FaceBook Twitter Google