განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ექვსი საჯარო სკოლა რეაბილიტირდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარდენახის, კალაურის, დარჩეთის, ჭანდრის, ბაკურციხისა და ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განცხადებით, სამუშაოების შესყიდვებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.


„მეოთხე საჯარო სკოლაში რეაბილიტაციის ფარგლებში გაკეთდება სველი წერტილები და მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა. ჭანდარში შეიცვლება ჭერი, მოეწყობა ცენტრალური გათბობა და ამოიცვლება კარ-ფანჯარა. ბაკურციხეში გაკეთდება ცენტრალური გათბობა, სველი წერტილები და შეიცვლება სპორტდარბაზის ჭერი. კალაურში კედელია დაზიანებული. კარდენახში დერეფანია ცუდ მდგომარეობაში და ა.შ. ეს სკოლები გადაუდებელი საჭიროების მიხედვით შეირჩა. ვფიქრობთ, ახალი სასწავლო წლისათვის სამუშაოები ყველგან დასრულდება.“

რაც შეეხება დანარჩენს სკოლებს, დალი მინდიაშვილის თქმით, პროექტები უკვე მზად არის და სამუშაობი 2020 წლისთვის გადანაწილდება.


| Print |
FaceBook Twitter Google