განათლება
გურჯაანის ბაღში ოთხი საზაფხულო ჯგუფი იმუშავებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში 29 ივნისიდან საზაფხულო არდადეგები დაიწყება.  სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილის განცხადებით, პირველი ივლისიდან მეოთხე ბაღში ზაფხულის ჯგუფები გაიხსნება.


„ორშაბათიდან, პირველი ივლისიდან, გურჯაანის მეოთხე ბაღში იმ აღსაზრდელებისთვის, რომელთა მშობლებიც დასაქმებულები არიან, გაიხსნება ეგრეთ წოდებული, ზაფხულის ჯგუფები. იქნება ჩვეულებრივი დატვირთვა, იმუშავებენ აღმზრდელები, მუსიკის მასწავლებლები, ლოგოპედი. იმ დარეგისტრირებული ბავშვების მიხედვით, სავარაუდოდ, ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი იფუნქციონირებს. თუმცა თუ მოხდება კონტინგენტის მატება, კიდევ ერთი ჯგუფიც გაიხსნება. პირველი აგვისტოდან მათთვისაც არდადეგები იწყება.“

მისივე თქმით, სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში სექტემბრიდან განახლდება.

| Print |
FaceBook Twitter Google