განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენითა და ლიტერატურით დაიწყო. წინა წლისგან გასხვავებით, ტესტში მოცემულია მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა).
ტესტს მოაკლდება 15- ქულიანი არჩევით პასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.



| Print |
FaceBook Twitter Google