განათლება
თელავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა
დასრულდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია. თელავის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ ცენტრში კომფორტული გარემო იყო.


"თელავის საგამოცდო ცენტრში ძალიან კარგი პირობები იყო, კონდირებაც გვქონდა და ისეთი არაფერი მაქვს სათქმელი, რაც შეიძლება უარყოფითად შეფასდეს. რაც შეეხება გამოცდების პროგრამულ ნაწილს, არ იყო რთული ტექსტები, არც სასწავლო პროგრამიდან და არც დამატებითი საკითხებიდან. ყველა საკითხი საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალური იყო. კარგად დავწერე და ველოდები კარგ შედეგებს."- გვითხრა მაგდა კუსრაშვილმა.


გამოცდების ეროვნულ ცენტრში speqtri.ge-ს განუცხადეს, რომ დღეს თელავის საგამოცდო ცენტრში ორივე სესიაზე 800-მდე აბიტურიენტი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 96 %-ია. 4% კი- არ გამოცხადდა.


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში გადანაწილდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ორი სესია ხვალ ჩატარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google