განათლება
თელავის საგამოცდო ცენტრში დღეს აბიტურიენტების დაახლოებით 7% არ გამოცხადდა
აბიტურიენტებმა დღეს უცხო ენის გამოცდა ჩააბარებს. კახეთის ერთადერთ საგამოცდო ცენტრში, რომელიც ქალაქ თელავის #8 სკოლაშია გახსნილი, დარეგისტრირებული 800-მდე აბიტურიენტიდან დაახლოებით 7% არ გამოცხადდა.
აბიტურიენტები ამბობენ, რომ საგამოცდო ცენტრში კომფორტული გარემოა შექმნილი.

-„გარემო კარგი იყო, კონდიციონერები მშვენივრად მუშაობს. ტესტირება რთული არ აღმოჩნდა, თუმცა ესე არ მომეწონა. ბევრი რამის თქმის შესაძლებლობა არ გვქონდა. ვფიქრობ, თუ მოსწავლე კარგად სწავლობს სკოლაში, მას რეპეტიტორთან სიარულის გარეშეც შეუძლია უცხო ენის გამოცდის ჩაბარება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს,“ - ამბობს მარიამ ელიზბარაშვილი.

მირიან მამუკელაშვილი მომავალი იურისტია. მისი შეფასებით, ყველაზე რთული უცხო ენის გამოცდაზე ესეს დაწერა აღმოჩნდა.
-„ძნელი ნამდვილად არ ყოფილა, მთავარია ცოდნა ჰქონდეს აბიტურიენტს. ესეს დაწერა ცოტა გამიჭირდა, თუმცა მაინც დავძლიე. ჩემი აზრით, მასწავლებელთან სიარულის გარეშეც შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩაბარება.“

ცნობისთვის, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში გადანაწილდნენ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-12 კლასის
პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველები რეგისტრაციას 1-და
5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ. უკვე დადგენილია გამოცდების თარიღიც,
რომელიც 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა.
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-12 კლასის პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველები რეგისტრაციას 1-და 5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ. უკვე დადგენილია გამოცდების თარიღიც, რომელიც 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა.
14:11 / 29.05.2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის
დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას
მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე
ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15.05.2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა
მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით
შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა:
განმავითარებელი და განსაზღვრული.
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15.05.2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული
გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15.05.2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ
ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ
გამოცხადდება.
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15.05.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4087
USD
USD
1
3.0416
GBP
GBP
1
3.8294
TRY
TRY
1
0.4500
RUB
RUB
100
4.4290
ამინდი
გურჯაანი 17 / 31 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 27 °C
img
სიღნაღი 17 / 32 °C
img
ლაგოდეხი 14 / 28 °C
img
ყვარელი 17 / 31 °C
img
თელავი 16 / 29 °C
img
ახმეტა 15 / 29 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.