განათლება
როდის გამოქვეყნდება ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები
აბიტურიენტებისთვის საინტერესოა, თუ როდის გამოქვეყნდება მათი ნამუშევრების პირველადი შედეგები. ამ კითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს მივმართეთ.

„შედეგების გამოქვეყნებას ველოდებით ივლისის ბოლოდან ეტაპობრივად. როგორც კი ნამუშევრები გასწორდება, მაშინვე დაიდება. შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება სწორი პასუხებიც. ამ ეტაპზე ნამუშვრების გასწორება მიმდინარეობს.“


შედეგების გაგება შესაძლებელი იქნება აბიტურიენტის პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრში არიან გადანაწილებულნი.
| Print |
FaceBook Twitter Google