განათლება
ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება
სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი სახელმძღვანელოს უფასოდ მიიღებს.
„დღეს ჩვენც გვაქვს ეროვნული იდეა – ეს არის განათლება, საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკვე კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებული იქნება ბიუჯეტის მეოთხედი, ბიუჯეტის 25% მიმართოს განათლებაზე, მიმართოს ჩვენს ბავშვებსა და მომავლ თაობებზე. ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო შედგება როგორც წარმატებული და ერთიანი ქვეყანა 21-ე საუკუნეში. დღეს ამ უმშვენიერესი ადგილიდან, ვარიანიდან, მინდა მივაწოდო ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო, რომ ჩვენ დაგვებრუნებინა ქართულ სკოლებში „დედა ენა“. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, ისევე, როგორც მომავალი თაობები შემდეგი საუკუნეების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ „დედა ენას“, როგორც უყვარდათ წინა თაობებს და როგორც გვიყვარს ჩვენ“, – განაცხადა მან.


| Print |
FaceBook Twitter Google