განათლება
კახეთში სამ საჯარო სკოლას არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება
პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 5 ივლისს დასრულდა.

2019 წლის 6 ივლისის მდგომარეობით, 2019-20 სასწავლო წლისათვის რეგისტრირებულია 53 506 ბავშვი, აქედან საჯარო სკოლებში – 47 563,  კერძო სკოლებში – 5 943. აღნიშნულ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს და აქვე აქვეყნებს იმ საჯარო სკოლების სიას, სადაც არცერთი პირველკლასელი არ არის რეგისტრირებული.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, ასეთი 109 საჯარო სკოლაა.

რაც შეეხება კახეთის რეგიონს, პირველკლასელები სამ საჯარო სკოლას არ ეყოლება. ესენია: სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემის საჯარო სკოლა, სსიპ – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარის საჯარო სკოლა და სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის №2 საჯარო სკოლა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგის მიხედვით, ჭერემის საჯარო სკოლაში სულ 6 მოსწავლეა,  ნადუქნარის საჯარო სკოლაში -10, ხოლო ნუკრიანის N2 საჯარო სკოლაში - 58.


| Print |
FaceBook Twitter Google