განათლება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 619 პირველკლასელი დარეგისტრირდა. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.


„დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია 619 პირველკლასელი. ჩარიცხვის დიდი მოთხოვნა მეორე საჯარო სკოლაში იყო, თუმცა საკლასო ოთახები მოთხოვნასთან შეუსაბამობაში მოდის. ამის გამო მხოლოდ ორი კლასი გაიხსნა. პარალელური კლასები იქნება გურჯაანის ყველა საჯარო სკოლაში, ასევე ვაზისუბნის, ველისციხის, სოფელ გურჯაანის, ვეჯინის, ჭანდრის , ბაკურციხისა და კარდენახის სკოლებში. ერთადერთი სკოლა სადაც დღეის მდგომარეობით პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა, ჭერმის მცირეკონტიგენტიანი სკოლაა.“

შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია 25 მარტს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდა.

| Print |
FaceBook Twitter Google