განათლება
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები განისაზღვრა
სტუდენტთა საშემოდგომო მობილობის ვადები ცნობილია. რეგისტრაცია 31 ივლისს დაიწყება და 21 აგვისტოს დასრულდება.  


ამისათვის სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს ვებგვერდზე www.students.emis.ge .
რა შემთხვევაში აქვს სტუდენტს მობილობის უფლება?
• მობილობის უფლება სტუდენტს ენიჭება უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ.
სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განამვლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
• მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. ამ პუნქტის მიზნებისათვის დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამები განიხილება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადად.
• მობილობის უფლება სტუდენტს აქვს მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.


რა ეტაპები და რა თანმიმდევრობით უნდა გაიაროს სტუდენტმა მობილობის განხორციელებისათვის?
ამისათვის საჭიროა:
1. გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე www.students.emis.ge
2. გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი და დაალაგოს პრიორიტეტებად
3. გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში
4. გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში
5. დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები
6. გაეცნოს მიმღები უსდ-ს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.


დეტალურ ინფორმაციას და პროცედურებს გაეცანით აღნიშნულ დოკუმენტში.

| Print |
FaceBook Twitter Google