განათლება
ზოგადი უნარების შედეგები დღეს გამოქვეყნდა
დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.


გამოცდის პირველი ვარიანტი 6 214-მა აბიტურიენტმა დაწერა, საშუალო ქულა დაფიქსირდა 35.77. აბიტურიენტების შედეგების მიხედვით კი მაქსიმალური ქულა 77–ია.

მეორე ვერინტი დაწერა 9 477-მა აბიტურიენტმა, საშუალო ქულაა 41.58, მაქსიმალური ქულა - 78.

მესამე ვარიანტი 9992-მა აბიტურიენტმა დაწერა, საშუალო ქულაა 36.35, ხოლო მაქსიმალური - 79. ამდენივე მაქსიმალური ქულა დაფიქსირდა მეოთხე ვარიანტში, რომელიც
9757-მა აბიტურიენტმა დაწერა. საშუალო ქულა კი არის 38.10.


მთლიანობაში ზოგადი უნარების გამოცდის მაქსიმალური ქულა იყო 80.


რაც შეეხება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს - I და III ვარიანტებში განისაზღვრა - 22 ქულა, II და IV ვარიანტში - 24 ქულა.


აბიტურიენტებს შეუძლიათ შედეგები იხილონ ბმულზე. ან მიიღონ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).

ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. მომსახურების საფასურია 0.50 ლარი, რომელიც ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას.

სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge

| Print |
FaceBook Twitter Google