განათლება
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს  აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა.
შედეგებთან ერთად აბიტურიენტებს საშუალება აქვთ იხილონ გათანაბრებული ქულები.

იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მოხდა ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტები, რომელთა გათანაბრებული ქულაც მეტია მინიმალურ ზღვარზე, აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას.


შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 23 აგვისტოდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე ტესტური დავალების შეფასება გაესაჩივრებინათ.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აპელაცია /