განათლება
როდის ეწურებათ აბიტურიენტებს პროგრამების ცვლის ვადა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს სთხოვს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

naec.ge-ს ინფორმაციით, პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. მათ საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

როგორ შევცვალოთ პროგრამები


საგანმანათლებლო პროგრამის დამატება:
კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა, იყენებთ ღილაკს - „დამატება“;
წერთ პროგრამის კოდს და კვლავ აძლევთ ბრძანებას - „დამატება“.

საგანმანათლებლო პროგრამის წაშლა:
კურსორს შესაბამის პროგრამაზე აყენებთ და იყენებთ ღილაკს - „წაშლა“;
განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ირჩევთ ღილაკს - „შენახვა“ და ეკრანზე ხედავთ შესაბამის შეტყობინებას:
განაცხადში შეტანილი ცვლილებები დამახსოვრებულია!
შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი განაცხადი!

იხილეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი:  „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.


იხილეთ ამავე თემაზე:

ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია





| Print |
FaceBook Twitter Google