განათლება
ნახატების კონკურსი-2019 ბავშვებისთვის
სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, გურჯაანის მუნიციპალიტეტთან ერთად საბავშვო ნახატების გამოფენა-კონკურსს აცხადებს.

კონკურსი თემაზე „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“, 2019 წლის მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალის და სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტ “Vejini life science”-ის ფარგლებში ცხადდება. ნამუშევარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება.

საბავშვო კონკურსი ორ ნომინაციაში ჩატარდება: ჩემი დიდი თანამემამულე, გამოჩენილი მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი (ი.ბერიტაშვილის პორტრეტი) და 21- ე საუკუნის მეცნიერება.

ნახატებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზატორებისგან, საჩუქრები გადაეცემათ. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს ნახატების წარდგენა 15 სექტემბერის ჩათვლით შეუძლიათ. გამარჯვებულების დაჯილდოება 25 სექტემბერს, სოფელ ვეჯინში, ივანე ბერიტაშვილის მუზეუმში გაიმართება.


| Print |
FaceBook Twitter Google