განათლება
აბიტურიენტებისთვის პროგრამების ცვლილებების ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის დღეს,  26 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. 

როგორ შევცვალოთ პროგრამები

საგანმანათლებლო პროგრამის დამატება:
კურსორს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევა, იყენებთ ღილაკს - „დამატება“;
წერთ პროგრამის კოდს და კვლავ აძლევთ ბრძანებას - „დამატება“.

საგანმანათლებლო პროგრამის წაშლა:
კურსორს შესაბამის პროგრამაზე აყენებთ და იყენებთ ღილაკს - „წაშლა“;
განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ირჩევთ ღილაკს - „შენახვა“ და ეკრანზე ხედავთ შესაბამის შეტყობინებას:
განაცხადში შეტანილი ცვლილებები დამახსოვრებულია!
შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი განაცხადი!

იხილეთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი: „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.
| Print |
FaceBook Twitter Google