განათლება
რამდენი ლარით იზრდება მასწავლებლების ხელფასი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლებს ხელფასები სტატუსის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან გაეზრდებათ.

ამის შესახებ მან დღეს პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე,

მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება 150 ლარით გაეზრდება.

"უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი – 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი – 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება“,- განაცხადა ბატიაშვილმა

პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ.


| Print |
FaceBook Twitter Google