განათლება
მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს
სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური შესარჩევ კონკურსს აცხადებს. უწყების ინფორმაციით, რეგიონების საჯარო სკოლებში მანდატურის პოზიციაზე 44 ვაკანტური ადგილია.


ვაკანსიაა გამოცხადებული შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, აჭარა, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და იმერეთი. მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან; ნასამართლობის არმქონე; სრული ზოგადი განათლებით პროფესიულ განათლებასთან ერთად ან უმაღლესი განათლებით; სახელმწიფო ენის მცოდნე;
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით.
კონკურსის მონაწილე პირმა განაცხადი უნდა შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ ადგილზე და ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას, „თემა“-ში (subject) მიუთითოს სახელი, გვარი და შესაბამისი მუნიციპალიტეტის (ქალაქი/დაბა/სოფელი) დასახელება.

კანდიდატმა დოკუმენტაცია უნდა გააგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ), შეავსოს
სააპლიკაციო ფორმა (შევსებული სრულად, არა სკანირებული); პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი; ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სრული საშუალო განათლების ატესტატი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მხოლოდ საბაზო საფეხურის (ცხრა კლასი) დასრულების შემთხვევაში, კოლეჯის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება, რომელიც მოიცავს აღნიშნული დიპლომის გათანაბრებას სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან); სამოტივაციო წერილი ივსება სააპლიკაციო ფორმაში.

| Print |
FaceBook Twitter Google