განათლება
წელს 28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვული ცენტრის ინფორმაციით, წელს ეროვნული გამოცდების შედეგად სასწავლებლებში სულ 28 740 ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც რეგისტრირებულთა 71%-ია.

"სასწავლო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათგან 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო 1011-მა აბიტურიენტმა, 70-პროცენტიანი - 1452-მა, ხოლო 50-პროცენტიანი - 4083-მა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 4 777 სტუდენტი ჩაირიცხა; ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე კი - 1 335."- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გამოქვეყნდა

შეგახსენებთ, რომ  2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ დაახლოებით 41 000 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით სულ 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.


იხილეთ მსგავს თემაზე:

2019 წლის ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
თელავის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტების 4% არ გამოცხადდა
თელავის საგამოცდო ცენტრში დღეს აბიტურიენტების დაახლოებით 7% არ გამოცხადდა
ზოგადი უნარების შედეგები დღეს გამოქვეყნდა
დღეიდან სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია
როდის ეწურებათ აბიტურიენტებს პროგრამების ცვლის ვადა







| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამოცდები 2019 /