განათლება
FLEX-ის პროგრამის შესარჩევი ეტაპი თელავში 28 სექტემბერს გაიმართება
2019 წლის FLEX-ის პროგრამაში მონაწილეების შერჩევა 16 სექტემბერს დაიწყება. კახეთში კი, მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ტესტირება თელავში N7 საჯარო სკოლაში გაიარონ, რომლის მისამართია, ალაზნის გამზ. N22.

შესარჩევი ეტაპი საქართველოს მასშტაბით სულ 11 ქალაქში გაიმართება. ესენია:

  • ნინოწმინდა: პირველი საჯარო სკოლა, ტერიანის # 14, 16.09.2019, 10:00 სთ.
  • გორი: მე-3 საჯარო სკოლა, ამილახვრის #26, 21.09.2019, 10:00 სთ.
  • თელავი: მე-7 საჯარო სკოლა, ალაზნის #22, 28.09.2019, 10:00 სთ.
  • ქუთაისი: მე-3 საჯარო სკოლა, წმინდა ნინოს #2, 28.09.2019. 10:00 სთ.
  • რუსთავი: 22-ე საჯარო სკოლა, ქუთაისის #6, 03.10.2019. 10:00 სთ.
  • ზუგდიდი: მე-4 საჯარო სკოლა , დადიანის #8, 03.10.2019. 10:00 სთ.
  • ბათუმი: მე-10 საჯარო სკოლა, ჯავახიშვილის #66, 05.10.2019. 10:00 სთ.
  • მარნეული: მე-5 საჯარო სკოლა, რუსთაველის #52, 11.10.2019. 10:00 სთ.
  • თბილისი: 55-ე საჯარო სკოლა, ჭავჭავაძის #38 12.10.2019, 10:00 სთ.
    შშმ პირებისთვის: ამერიკული საბჭოები, აჭავჭავაძის #35 ა, 30.10.2019. 10:00 სთ.
  • ახალციხე: მე-5 საჯარო სკოლა, ფარნავაზ მეფის #6, 21.10.2019. 10:00 სთ.
  • ბორჯომი: მე-3 საჯარო სკოლა, რუსთაველის #97, 23.10.2019, 10:00 სთ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2003 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 16 ივლისამდე არიან დაბადებულნი და აქვთ კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრება. ამასთანავე, აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს, ფლობენ ინგლისურ ენას. კონკურსანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია საქართველოს პასპორტის მიღება.

კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს:

1) დაბადების მოწმობა, ან პასპორტი, ან პირადობის მოწმობა (აუცილებლად ამ დოკუმენტის დედანი).

2) ერთი ცალი 3X4–ზე ახლახანს გადაღებული ფოტოსურათი

3) შავი საწერი კალამი

”FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასეთი პირებისათვის ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი განსხვავებულია. ამ შემთხვევაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს, რომელბიც 2002 წლის 15 თებერვლიდან 2005 წლის 16 ივლისამდე არიან დაბადებული.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსის პირველ რაუნდში მონაწილეობის მიღება.

წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო! პროგრამის ადმინისტრაციის განმარტებით, თარიღები და ტესტირების ქალაქების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა შეიცვალოს.

შეგახსენბთ, რომ FLEX-ის პროგრამა გულისხმობს ამერიკაში, ერთი წლით უფასო სწავლებასა და ცხოვრებას.

ეს არის გაცვლითი პროგრამა ყოფილი საბჭოთა კავშირის 10 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უკრაინა) მოსწავლეებისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მათ გაატარონ ერთი აკადემიური წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, უფასოდ იცხოვრონ მასპინძელ ოჯახში და ისწავლონ ამერიკულ უმაღლეს სკოლაში.
| Print |
FaceBook Twitter Google