განათლება
გურჯაანში პენსიონერი პედაგოგების ნაწილმა გამოცდაზე გასვლა გადაწყვიტა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული ჯილდოს აღების პირველი ეტაპით 137-მა პენსიონერმა პედაგოგმა ისარგებლა.


საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის დალი მინდიაშვილის განმარტებით, მათ ამის შესახებ განაცხადი უკვე გააკეთეს.
„პენსიონერთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ შეიძლება წარმატებული ყოფილიყო და გავიდეს გამოცდაზე, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება. ამიტომ მათ არ დაწერეს განაცხადი ჯილდოზე, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა დეკემბრის ბოლომდე კიდევ ექნებათ. რაც შეეხება გამოთავისუფლებულ საათებს, ამ დროს მათი გადანაწილება პირველ რიგში, სკოლის შიგნით ხდება. სრულად დაიტვირთებიან სკოლის პედაგოგები, თუმცა ისინი აუცილებლად უნდა გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ თავიანთი კომპეტენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა 31 იანვრიდან მათთან ვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ადგილს ვაკანტურად გამოაცხადებს. აქედან გამომდინარე, გარედან შემოვა ახალი კადრი.“


დალი მინდიაშვილის თქმით, შიდა გადანაწილების შემდეგ მხოლოდ 16 სკოლაში გამოცხადდა ვაკანსიები. აქედან პირველ ეტაპზე რამდენიმე სკოლაში ვერ შეირჩა კანდიდატი და ამ ადგილებისათვის მეორე ეტაპი გამოცხადდა. მისივე თქმით, ვაკანსიების მიღება დღეს დასრულდა და ხვალ ან ზეგ უკვე გასაუბრების თარიღები დაინიშნება.

| Print |
FaceBook Twitter Google