განათლება
რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ დამატებითი საგნების პირველად ჩამონათვალს, რომლებიც უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უმაღლეს სასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ჩამონათვალში ცლილებები დეკემბრის ბოლომდე შეიტანონ.

ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. მათემატიკა/ისტორია.

მესამე გამოცდა დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგთაშორისი მიმართულებების არჩევისას - ისტორიას ან მათემატიკას.

უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო იქნება ოთხი გამოცდა:

1. ქართული ენა და ლიტერატურა;
2. უცხოური ენა;
3. ბიოლოგია;
4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.

რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი - მათემატიკა ან ისტორია.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.

გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

რაც შეეხება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კონკრეტულ პროგრამებზე აბიტურიენტებს მოუწევთ შემდეგი საგნების ჩაბარება:

  • საჯარო მმართველობა - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორი ან მათემატიკა
  • მათემატიკა - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა
  • ბიოლოგია - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა
  • ისტორია - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია
  • ქართული ენა და ლიტერატურა - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია
  • ინგლისური ენა და ლიტერატურა - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორი ან მათემატიკა
  • ტურიზმი - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორი ან მათემატიკა
  • აგრონომია - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორი ან მათემატიკა
  • სასურსათო ტექნოლოგია - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორი ან მათემატიკა
  • სამართალი - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორი ან მათემატიკა
  • ეკონომიკა - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა
  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორი ან მათემატიკა
სხვა სასწავლებელების მიერ განსაზღვრული საგნები იხილეთ ბმულზე.


იხილეთ ამავე თემაზე:

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
როდის ეწურებათ აბიტურიენტებს პროგრამების ცვლის ვადა
ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია
| Print |
FaceBook Twitter Google