საზოგადოება
დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე - კონკურსი მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და გრაფიკოსებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აცხადებს კონკურსს “დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე”:


  • ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
  • 1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
  • 1-წუთიანი ვიდეომიმართვის კონკურსი სტუდენტებისთვის
  • ანიმაციური კლიპების კონკურსი გრაფიკოსებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და გრაფიკოსებს.

ესეებისა და ვიდეომიმართვის კატეგორიაში საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 ოქტომბერი, ხოლო ანიმაციური კლიპების კატეგორიაში - 2019 წლის 5 ნოემბერი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა; ერთ ნაშრომს უნდა ჰყავდეს მხოლოდ 1 ავტორი; ნებისმიერი ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე და დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი.
ესეებისა და ერთწუთიანი მიმართვების კატეგორიაში, ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, ხოლო ანიმაციური კლიპების კატეგორიაში - 5 ნოემბერი.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალურად დაწესებული პრიზებითა და სერტიფიკატებით.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
საუკეთესო ნაშრომების პოპულარიზაციას უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

კონკურსის პირობები დეტალურად იხილეთ ბმულზე:

დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის გაიმართება ცნობიერების ასამაღლებელი ლექცია-სემინარები და საინფორმაციო შეხვედრები.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღედ 1994 წელს  გამოაცხადა და ეს თარიღი 1995 წლიდან აღინიშნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოზონის შრე /