განათლება
პროფესიულ უნარებში მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაცია ჩატარდება



21 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის N42) ჩატარდება მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაცია (საცდელი ტესტირება) პროფესიულ უნარებში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფრომაციით, მასში მონაწილეობა ყველა საგნის მასწავლებელს შეუძლია.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ ახალი ტიპის დავალებებს, რომლებიც საგამოცდო ტესტებში იქნება შეტანილი.

მათ, ვინც ვერ მოასწრეს სკოლებში დარეგისტრირება, შეუძლიათ 20 სექტემბრის 12:00 საათამდე გააგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 032 2 473333 ან +99599145238.



| Print |
FaceBook Twitter Google