განათლება
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო
2019-2020 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და 27 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და, ამასთან ერთად, მოხვდა რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის.

პირველი ტური სკოლებში გაიმართება, ხოლო მეორე და მესამე ტურს ცენტრალიზებულად ჩაატარებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

მოსწავლეებმა რეგისტრაციისთვის სკოლის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ.

სკოლებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. ასევე, იმ ნაკრებებისათვის კანდიდატების გამოვლენა, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს სახელით გაემგზავრებიან.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოლიმპიადა /