განათლება
გურჯაანის ბაღები სასწავლო წელს ახალი სტანდარტებით შეხვდნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს კვების განახლებული სტანდარტებით შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით, სკოლამდელმა სააღმზრდელო გაერთიანებამ დამატებითი ტექნიკა შეიძინა.


გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შორენა ფროდიაშვილოის განმარტებით, ყველა ბაღში ახალი ტიპის გაზქურები შევიდა.
„ სასწავლო პროცესი განახლდა ახალი სტანდარტის შესაფერისი კვებით. ეს არის ოთხჯერადი კვება თავისი წახემსებით, სადაც ჩართულია: ბოსტნეული, ხილი და რძის პროდუქტი. ახალ სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით საჭირო იყო ახალი ტექნიკა. ამიტომ ყველა ბაღში შევიდა გაზქურები და ხორცის საკუწი მანქანები. მაცივრები შევისყიდეთ იმ ბაღებისთვის, სადაც ამის საჭიროება გვქონდა. გარდა ამისა, სამზარეულოებისთვის შევიძინეთ დამატებით ქვაბები და ტაფები. კვების კუთხით, პრობლემა ჯერჯერობით არცერთ საბავშვო ბაღში არ ყოფილა. ბავშვი მთელი დღის განმავლობაში მიიღებს იმ პროდუქტს, რაც მისი ზრდა-განვითარებისთვის არის საჭირო და აუცილებელი. ოქტომბერში ასევე მოხდება მზარეულის თანაშემწეების დამატება. დიდ ბაღებში სადაც ჩარიცხვა და ყოველდღიური დასწრება 100-ზე მაღალია, უკვე არიან თანაშემწეები, მაგრამ თუ საჭირო გახდა იქაც დაემატება.“


მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2400 აღსაზრდელია ჩარიცხული, თუმცა საბუთების მიღება ოქტომბრამდე გაგრძელდება.
სააღმზრდელო პროცესი, არ განახლებულა მხოლოდ სოფელ გურჯაანის ნომერ პირველ ბაღში, რომელიც უკვე დიდი ხანია დაკეტილია.

შორენა ფროდიაშვილის თქმით, სანამ პრობლემები არ აღმოიფხვრება, ბაღი არ გაიხსნება. შეგახსნებთ, რომ ამ ბაღში მარტის თვეში ძიძამ ღუმელთან ქვეწარმავალი აღმოაჩინა.

| Print |
FaceBook Twitter Google