განათლება
სოფელ გურჯაანის ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ დაწყებულა
საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა სოფელ გურჯაანის ნომერ პირველ ბაღში, რომელიც უკვე დიდი ხანია დაკეტილია.


სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, შორენა ფროდიაშვილის თქმით, იქ ჩასატარებელია ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სანამ პრობლემები არ აღმოიფხვრება, ბაღი არ გაიხსნება.
„სოფელ გურჯაანის პირველ საბავშვო ბაღში შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი, თუმცა სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. ამის გამო სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა. რაც შეეხება ბავშვებს და თანამშრომლებს, ისინი გადანაწილებულები არიან სოფელ გურჯაანის მეორე ბაღში და ასევე ქალაქ გურჯაანის პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ბაღებში.“

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის კოტე ბერიძიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის პროექტი უკვე ნაყიდია.
„თანხა დაახლოებით 150 ათას ლარამდეა საჭირო. ჩასმული გვყავს პრიორიტეტებში, რა წუთშიც დაფინანსდება, დაიწყება კაპიტალური რემონტი. გაკეთდება: ჭერი, გათბობა და ა.შ.“

შეგახსნებთ, რომ სოფელ გურჯაანის პირველ ბაღში მარტის თვეში ძიძამ ღუმელთან ქვეწარმავალი აღმოაჩინა, რის შედეგაც ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.

| Print |
FaceBook Twitter Google