განათლება
ინფორმაცია პედაგოგებისთვის თანხის დაბრუნების თაობაზე
naec.ge განცხადებას აქვეყნებს მათთვის, ვინც საგნის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების რეგისტრაციისას, თანხა ზედმეტად/შეცდომით გადაიხადა. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება დღეიდან, 17 ოქტომბრის 18:00 საათამდე:

განმცხადებელმა რეგიონებში უნდა მიმართოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხოლო თბილისში მიაკითხოს მისამართზე: ე. მინდელის ქ. N9 და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, განაცხადს უნდა ერთვოდეს ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები. აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.

თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

განაცხადის ფორმა და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.





| Print |
FaceBook Twitter Google