განათლება
საბავშვო ბაღებში წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სასმელი წყლის გეგმიური ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.


სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, შორენა ფროდიაშვილის განმარტებით, ასეთი კვლევა ყოველწლიურად ხორციელდება.
„უკვე დამკვიდრებული სტანდარტებიდან გამომდინარე, ყოველი სააღმზრდელო-სასწავლო წლის დაწყებამდე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, აუცილებლად ტარდება სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური კვლევა. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ის წყალი, რომელსაც საბავშვო ბაგა-ბაღები მოიხმარენ, როგორც სასმელი, ასევე ტექნიკური მიზნით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.“

მისივე თქმით, კვლევა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის ლაბორატორიამ ჩაატარა, ადასტურებს, რომ ყველა ბაღში სასმელი წყალი გამოსაყენებლად ვარგისია.

| Print |
FaceBook Twitter Google