განათლება
საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.


კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან: 2019 წლის ისტორიის საუკეთესო მასწავლებელი; 2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი და
2019 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი;

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული. მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ისტორიის , გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგმა საკუთარი კანდიდატურა თვითონ უნდა წარადგინოს. რეგისტრაცია 23 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდება. 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე კონკურსს გამოეთიშება.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კონკურსი /