განათლება
ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის საგანმანათლებლო პროგრამებს ახალი კომპონენტი ემატება

საგანმანათლებლო პროგრამებს ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის ახალი კომპონენტი დაემატება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.




„მხილებული პირები ძალადობრივი ქცევის შეცვლისათვის სავალდებულო სწავლების კურსს გაივლიან. ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, პოლიციის თანამშრომელი ვალდებული იქნება შეაფასოს ძალადობის განმეორების რისკები და თავად გადაწყვეტს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი.
„ოჯახურ ძალადობაში მსჯავრდებული პირის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პოლიციელი შეძლებს დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიში, შეაფასოს ძალადობის განმეორების რისკი, საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტება ჩამოართვას პირს და გადაწყვიტოს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი.პირს რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, აეკრძალება ცივი იარაღის ტარება. დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე ოჯახური ძალადობის განმახორციელებელ პირს აეკრძალება დაზარალებულთან კომუნიკაცია საპატიმრო ან ფსიქიატრიული დაწესებულებიდან“,-ანიშნა მან. 

 

| Print |
FaceBook Twitter Google